რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა 

საუდის არაბეთში, ერ-რიადში აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ მხარეებმა ძირითად საკითხებს შორის ენერგეტიკა განიხილეს.

"ამერიკულ გუნდთან შეხვედრა დავასრულეთ. განხილვა პროდუქტიული და ფოკუსირებული იყო — ჩვენ განვიხილეთ ძირითადი საკითხები, მათ შორის ენერგეტიკა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიზანია ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის - და ამასთანავე, მთელი ევროპისთვის - სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიზნის რეალობად ქცევისთვის" - დაწერა უმაროვმა

კომენტარები