რუსების მიერ უკრაინაზე მიტანილ იერიშს 7 ადამიანი, მათ შორის, ქალაქ ზაპოროჟიეში ერთი ოჯახის 3 წევრი ემსხვერპლა.
ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორმა ივან ფედოროვმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ რუსებმა ქალაქს 10-ზე მეტჯერ დაარტყეს, რის შედეგადაც 14 წლის გოგო და მისი მშობლები დაიღუპნენ. ამავე ქალაქში დაშავებულია 12-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი.
"რუსული ტერორიზმი უკრაინის მასშტაბით ოჯახების განადგურებას განაგრძობს". - მომხდართან დაკავშირებით X-ზე დაწერა უკრაინის პრემიერმინისტრის პირველმა მოადგილემ იულია სვირიდენკომ.
გარდა ზაპოროჟიესა, სუმის რეგიონი რუსებმა, სულ მცირე, 6 მართვადი ბომბით დაბომბეს, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა.
დონეცკის რეგიონში, გუბერნატორის, ვადიმ ფილაშკინის განცხადების თანახმად, ოკუპანტების იერიშების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 9 ადამიანი.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.