აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა, 21 მარტს ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე დათანხმდა.
კარლსონმა გააჟღერა რუსეთის ნარატივი, რომლის მიხედვითაც მოსკოვი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის "არჩეულ" ლიდერად არ მიიჩნევს და შესაბამისად, "ის ვერანაირ შეთანხმებას ვერ მოაწერს ხელს".
კარლსონის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ უკრაინაში არჩევნები ჩატარდება უიტკოფმა უპასუხა - "დიახ, ჩატარდება. ისინი ამას დათანხმდნენ. უკრაინაში არჩევნები ჩატარდება" - თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია.





