ამერიკელი ინფლუენსერიმენდრიუ ტეიტი და მისი 36 წლის ძმა, ტრისტან ტეიტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან რუმინეთში დაბრუნდნენ, სადაც მათ ტრეფიკინგის, სექსუალური ძალადობის, ფულის გათეთრებისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნას ედავებიან.
ჟურნალისტებთან საუბრისას ენდრიუ ტეიტმა განაცხადა, რომ "უდანაშაულო კაცები არაფრისგან არ გარბიან".
"დემოკრატიაში ადამიანი იქამდეა უდანაშაულო, სანამ დამნაშავედ სცნობენ.
ჩვენ არასდროს ვყოფილვართ დანაშაულში ეჭვმიტანილნი და როგორც ჩემმა ძმამ თქვა, ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი პასპორტები
ჩვენ ვცხოვრობთ რუმინეთში, გვიყვარს რუმინეთი, სახლი გვაქვს რუმინეთში და ვიქნებით რუმინეთში ყოველთვის.
თუ ჩავთვლით საჭიროდ, რომ არდადეგებზე წასვლა გვინდა, მაშინ წავალთ.
ჩვენ რუმინეთში დავბრუნდით იმიტომ, რომ დავამტკიცოთ ჩვენი უდანაშაულობა, რადგან ვიმსახურებთ ერთ დღეს სასამართლოში
და თუ სასამართლოს სურს ჩვენთან გასაუბრება სურს, ჩვენ მივალთ მოსმენაზე.
უდანაშაულო კაცები არაფრისგან არ გარბიან". - თქვა ენდრიუ ტეიტმა.
ტეიტების საქმის საკითხი ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა თავდაპირველად რუმინეთის მთავრობასთან სატელეფონო ზარის დროს წამოჭრეს, ხოლო ამის შემდეგ - ტრამპის ელჩმა საგანგებო საკითხებში, რიჩარდ გრენელმა, როდესაც ის გასულ დღეებში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
ძმებმა ტეიტებმა გასული წლის დეკემბერში რუმინეთში ერთ-ერთ საქმეში გაიმარჯვეს მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლო მათი სარჩელი დააკმაყოფილა. ტეიტები შინაპატიმრობისგან გათავისუფლდნენ, თუმცა დღემდე რუმინეთის დატოვების უფლება არ აქვთ.
ძმებს ბრალი რუმინეთში ოფიციალურად 2023 წელს წარუდგინეს გაუპატიურების, ტრეფიკინგისა და ქალების სექსუალური ექსპლუატაციის საქმეებზე. მათთან ერთად იგივე ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინათ.
ბუქარესტის სასამართლოში გაგზავნილ საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ოთხმა ბრალდებულმა ტრეფიკინგის მიზნით რუმინეთში 2021 წელს შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ოპერირებდა. მათ წინააღმდეგ საქმის განხილვა დიდ ბრიტანეთშიც მიმდინარეობს.