რამდენიმე საათის წინ რუსთაველის გამზირზე ივანიშვილის პოლიციამ საპროტესტო აქციის სამი მონაწილე დააკავა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულებიდან ორი (თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია) საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, ხოლო ერთი, ლუკა გოგია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის.
ლუკა გოგია ივანიშილის პოლიციამ ტროტუარზე ტაშის კვრის გამო დააკავა.