რუსული რეჟიმი

კობახიძის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს დაბა წყნეთში მდებარე მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა

ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საპატრიარქოს დაბა წყნეთში, რუსთაველისა და მაია წყნეთელის ქუჩებს შორის მდებარე  მდებარე 2 014 კვ/მ მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა.

განკარგულება 17 მარტით არის დათარიღებული.

“სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნტქის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, დაბა წყნეთში, რუსთაველისა და მაია წყნეთელის ქუჩებს შორის მდებარე 2014 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები, პირდაპირი მისყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში". - წერია ივანიშვილის პრემიერმინისტრის განკარგულებაში.

კომენტარები