20 მარტს რუსეთმა ზაპოროჟიეს რაიონის დასახლებულ პუნქტებზე საჰაერო იერიში მიიტანა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაიჭრა 6 მოქალაქე, მათ შორის ბავშვი.
უწყების მონაცემებით, თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი, დაიწვა ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები, ჯამში 700 კვადრატული მეტრის ფართობი.
სამსახურის განცხადებით, "ადგილზე მუშაობდნენ გადაუდებელი დახმარების სამსახურები. ჩართული იყო 55 მაშველი და 9 ერთეული ტექნიკა".
"საავიაციო ბომბებმა ორი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა და სამი დააზიანა, ასევე, ზიანი მიადგა აგარაკების ტერიტორიაზე მდებარე ნაგებობებს.
დაშავებულებმა მიიღეს საჭირო დახმარება. თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება". - განაცხადა უკრაინის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფედოროვმა.