რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: არაფერი შეცვლილა პუტინის სიტყვების მიუხედავად, რომ იერიშების შესაწყვეტად მზადაა

გასულ ღამეს, რუსეთის არმიამ ჩვენს ქვეყანაზე დრონებით მასიური იერიში მიიტანა - ჯამში 171 დამრტყმელი დრონით, უმეტესად შაჰედის ტიპის. მათი სამიზნე ჩვენი ინფრასტრუქტურა იყო. ცენტრალურ უკრაინაში, ქალაქ კროპივნიცკიში, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ასევე მართლმადიდებლური ეკლესია და სკოლა. დაშავებულთა შორის ოთხი ბავშვია. ყველა მათგანს სამედიცინო დახმარება უტარდებათ. გუშინ საღამოს რუსეთის იერიში ჩვენს ინფრასტრუქტურას მოხვდა.

და თქვენ იცით, რომ უკრაინა ამას ყოველ დღე და ღამე აწყდება. და მიუხედავად პუტინის სიტყვებისა, რომ თითქოსდა მზად არის თავდასხმების შესაწყვეტად – არაფერი შეცვლილა [...]

გუშინ პრეზიდენტ ტრამპთან ნაყოფიერი საუბარი მქონდა. უკრაინა თავიდანვე იმ საკითხების მხარდამჭერი იყო, რასაც ახლა განვიხილავთ - ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტა და ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა. და ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ამ ძალისხმევის მხარდაჭერას.

ჩვენი გუნდები ასევე იმუშავებენ უპირობო და სრულ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაზე სახმელეთო ფრონტზე. გთხოვთ, დაუჭიროთ ამას მხარი. პუტინმა უნდა შეწყვიტოს ზედმეტი მოთხოვნები, რომელიც ომს მხოლოდ ახანგრძლივებს და უნდა დაიწყოს იმის შესრულება, რასაც მსოფლიოს ჰპირდება. ამ დროისთვის ერთ კვირაზე მეტი იქნებოდა მკვლელობების, იერიშებისა და ცეცხლის გარეშე - მხოლოდ პუტინი რომ არ იყოს, ვინც ამ ომს აგრძელებს

11 მარტს ჯედდაში წარმოდგენილი წინადადებები კვლავ ძალაშია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა ისინი რეალობად იქცეს.

ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში

კომენტარები