კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი წევრი ცოტნე კობერიძე არ გამორიცხავს, რომ კოალიცია ან პარტია გირჩი-მეტი თავისუფლება დატოვოს - ამაზე კობერიძემ პლატფორმა ისაუბრეს პოდკასტში ისაუბრა.
კობერიძის თქმით, რამდენიმე დღეში ადმინისტრაციული საქმის პროცესი აქვს, რის შემდეგაც გადაწყვტილებას მიიღებს.
"მე თვითონ ახლა გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, ვიქნები თუ არა ან პარტიაში სადაც ვარ, ან კოალიციაში. ახლა როგორც ვარ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ მინდა, მათ შორის, ჩემი ამ საუბრების გამო ვინმე ჭმუნავდეს, პრობლემები ექმნებოდეს და მე შემეტენოს რაღაც. სულ გამოვიდე და ვიღაცები ვაკრიტიკო, რაღაც ფორმატში, რომ მე ეს მქვია და ამას წარმოვადგენ და ყველა გამოსვლა იმით მიწევდეს, რომ ჩემი ეს პოზიცია არ წარმოადგეს კოალიციისა და გირჩის პოზიციას, ერთხელ თუ არ წარმოადგენს, ორჯერ თუ არ წარმოადგენს, რისთვის ვარ ხო?!" - უპასუხა კობერიძემ წამყვანის კითხვას ვის გარშემო შეიძლება გაერთიანდნენ თუ არა სალომე ზურაბიშვილი?.
კობერიძემ კოალიციაში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა - კითხვაზე ზურაბიშვილზე განსხვავებული პოზიცია რომ აქვს გვარამიამ ტელევიზიიდან გაიგო თუ უშუალოდ მისგან - კობერიძემ უპასუხა, რომ "ალბათ ტელევიზიიდან". მისი თქმით, იქამდე სალაპარაკო არაფერი იყო, რადგან თავიდან ბოლომდე იციან ამ პროცესებისადმი მისი დამოკიდებულება.
"იმამდე არ მოსულა რაღაც, რომ ვთქვათ კოალიციის შემადგენელი ორი ლიდერი ასე ფიქრობდეს და ორი ისე. არ გაყოფილა რადიკალურად აზრი, ან ეგეთ საკითამდე მე არ მინახავს, რომ მისულა. დამინახავს რომ განსხავებული პოზიცია აქვს მაგალითად ერთობასთან დაკავშირებით ნიკა მელიას და გვარამიას. [...] ზურა ამბობს, რომ თუ ერთად არ ვიქნებით, გადავშენდებით, გადავცვივდებით". - თქვა კობერიძემ.
ერთად ყოფნაზე აქვს პრობლემა თუ ზურაბიშვილის გარშემო ერთად ყოფნაზე, კობერიძემ თქვა:
"ზოგადად მე მგონია, რომ ერთად ყოფნა უნდა ხდებოდეს და არ უნდა ლაპარაკდებოდეს. თუ არ გამოდის, ე.ი არ უნდათ. მე რაც არ უნდა ვილაპარაკო ერთად ვიყოთ, ერთად ვიყოთ - ერთობაზე ლაპარაკი არის პოპულარული".
მისივე თქმით, ერთიანობაზე პრობლემა პიროვნულიცაა და სტრატეგიულიც.
პოდკასტში კობერიძეს პროცესებში კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას როლზეც ჰკითხეს, კობერიძის თქმით, გვარამიას როლი უფრო საერთაშორისო ურთიერთობების მოგვარებაა და მან არჩევნების არაღიარებაში დიდი წვლილი შეიტანა.
კითხვაზე ბოლოს როდის ნახე გვარამია აქციაზე კობერიძემ უპასუხა: - "არ ვიცი ალბათ თვე-ნახევრის წინ, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიცი დადის თუ არა, მეც არ ვყოფილვარ ბევრჯერ. მაგ ნაწილში გულწრფელია გვარამია, როცა თქვა, რომ სხვა უპირატესობა მაქვსო და მის თავს ხედავს [საერთაშორისო საკითხებში]. არჩევნების არაღიარების ნაწილში, ის რეზოლუცია რაც მიიღეს მანდ ბევრი გააკეთა".
კობერიძემ არჩევნების დღეს განვითარებული პროცესებიც გაიხსენა. მისი თქმით, 26 ოქტომბერს კოალიციის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე არაფერი იცოდა. ასევე გაყალბების ფორმებთან დაკავშირებით კოალიციის პოზიციას არ ეთანხმება. "რვის მერე სადღაც ცხრის 15-20 წუთისკენ, იკლებს ხმა, იკლებს ხმა, რაღაც ხალხი ჩემს თვალში გაქრა და დავინახე ტელევიზორში გამოსული საუბრობდნენ, რაღაც აპარატი, იქ მოხდა, ისე, რომ მე საერთოდ აზრზე არ ვიყავი. ლიდერები მე აღარ დამინახა უცებ ოფისში" - თქვა კობერიძემ.





