უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის დღეს, 19 მარტს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაელაპარაკება. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის საუბრის მთავარი თემა დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი და მომდევნო ნაბიჯების დეტალები იქნება.
"გუშინ ღამითაც კი, ტრამპის პუტინთან საუბრის შემდეგ, როდესაც პუტინმა თქვა, რომ ის თითქოს ბრძანებას გასცემდა უკრაინის ენერგეტიკაზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ, ღამის განმავლობაში 150 დრონი გაუშვეს, მათ შორის, ენერგეტიკულ დაწესებულებებზეც" – თქვა ზელენსკიმ ჰელსინკიში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე.
18 მარტს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც საათნახევარი გაგრძელდა. დონალდ ტრამპმა ლაპარაკის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ლიდერებს შორის საუბარი "ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო".
თეთრი სახლის ინფორმაციით, მხარეები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, ხოლო დაიწყება ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე მოლაპარაკებები მალე დაიწყება.
კრემლის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, პუტინი დათანხმდა ტრამპის შეთავაზებას და რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის დაუყონებლივ გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება.





