ბორის აკუნინი

რუსეთის პროკურატურა აკუნინის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის დაწყებას ითხოვს

ბორის აკუნინი
Meduza

მოსკოვის პროკურატურამ მწერალ ბორის აკუნინის (ნამდვილი სახელი და გვარი გრიგორი ჩხარტიშვილი) წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის დაწყება მოითხოვა.

უწყება მწერალს ე.წ. უცხოეთის აგენტის კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

პროკურატურა საჩივარში წერს, რომ აკუნინი ერთ-ერთ მესენჯერში, რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას და არ უთითებს, რომ "მასალა შექმნილია და გავრცელებულია ფიზიკური პირის მიერ, რომელიც უცხოეთის აგენტის ფუნქციას ასრულებს".

ცნობილი მწერალი წარსულში იგივე კანონის დარღვევისთვის ორჯერ დააჯარიმეს. 

აკუნინის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მწერალს რუსეთის ჯარის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება ედება ბრალად.

კომენტარები