ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ოფიციალური განჩინება არ ჩაგვბარებია. პროკურატურა ოფიციალურად მე არ მატყობინებს, რა იყო საფუძველი მათი, რის შედეგადაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ერთი არის რა განცხადებას ავრცელებენ, ასე ზედაპირულად, მაგრამ მეორეა, რა დევს საქმეში და რის საფუძველზე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება.
მე მაქვს ჩემი დასაბუთებული ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურორების სახელებს და გვარებს მიმალავენ. იმიტომ, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რა იქნება ჩემი რეაქცია ამ პროკურორების მისამართით. ჩვენ კანონი არ გვიკრძალავს, მთელ რიგ შესაძლებლობებს გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა პროკურორს, სახელობითად გავაგებინოთ სინამდვილეში რის გარეშე დატოვეს პატარა ბავშვები, ადამიანები, მაგალითად პარასკევს რომ რეანიმობილით მყავს ბავშვი წამოსაყვანი თურქეთიდან, თუნდაც იმის მშობლები და პროკურორები ამას სახელობითად ძალიან კარგად გაიგებენ.
ახლა ჩხრეკა რომ ჩატარდება, ველოდები, რომ ბრალს წამიყენებენ და არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი დაკავების ამბავსაც მიუახლოვდნენ, მე ვუშვებ ამასაც.
რუსული რეჟიმი
ჟორჟოლიანი: განჩინება არ ჩაგვბარებია, პროკურატურა არ მატყობინებს, რა იყო საფუძველი





