ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპი წერს, რომ ბაიდენის მიერ გამოცემულ წინასწარი შეწყალების აქტები "ბათილია"

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მისმა წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის იმ წევრების წინასწარი შეწყალებები, რომლებმაც 6 იანვრის აჯანყება გამოიძიეს "ბოლო მომენტში გასცა" და ეს შეწყალებები "არაკანონიერ, ბათილი და არაეფექტურია". აშშ-ს პრეზიდენტი წერს, რომ ბაიდენის მიერ გამოცემული წინასწარი შეწყალების აქტები "ბათილია", ვინაიდან, ტრამპის მტკიცებით, ბაიდენმა შეწყალებებს ხელი ავტოკალმით მოაწერა და არც იცოდა, რას აწერდა ხელს.

თავის განცხადებაში აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "შეწყალებები, რომლებიც ჯო ბაიდენმა გასცა ამიერიდან ბათილად და ყოველგვარი სამართლებრივ ძალას მოკლებულად ცხადდება". 

ტრამპი ამტკიცებს, რომ ბაიდენმა შეწყალებებს ხელი "ავტო კალმით" (Autopen) მოაწერა - "სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯო ბაიდენმა მათვის [შეწყალების ბრძანებებისთვის] ხელი არ მოუწერია, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია – მან მათ შესახებ არაფერი იცოდა! შეწყალების აუცილებელი დოკუმენტები ბაიდენისთვის არავის აუხსნია, მან მათ შესახებ არაფერი იცოდა და პირებმა, რომლებმაც იცოდნენ, შესაძლოა დანაშაული ჩაიდინეს" - წერს აშშ-ს პრეზიდენტი. 

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წინასწარი შეწყალების აქტი გამოსცა აშშ-ს ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილისა და კონგრესის იმ წევრებისთვის, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმას იძიებდნენ.

ბაიდენის განმარტებით, ზემოხსენებული საჯარო მოხელეები დაუღალავად ემსახურებოდნენ აშშ-ს და არ იმსახურებენ იყვნენ "გაუმართლებელი და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის სამიზნე".

ამასთან, ბაიდენის თქმით, წინასწარი შეწყალება არცერთ შემთხვევაში "არ უნდა ჩაითვალოს, როგორც აღიარება, რომ თითქოს რომელიმე მათგანი ჩართული იყო რაიმე დანაშაულში".

"განსაკუთრებული გარემოებებია და არ შემიძლია, რომ არაფერი გავაკეთო. უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები უდიდეს ზიანს აყენებს მათ და მათი ოჯახების ცხოვრებას, უსაფრთხოებასა და ფინანსურ უსაფრთხოებას.

კომენტარები