ზელენსკი კანადის ახლად არჩეულ პრემიერმინისტრს ტელეფონით ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის ახლად არჩეულ პრემიერმინისტრს, მარკ კარნის ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.

ზელენსკიმ კარნის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მადლობა გადაუხადა უკრაინის მიმართ კანადის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით თავდაცვისა და ენერგეტიკის სექტორში.

ზელენსკის თქმით, ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს უკრაინისთვის საჭირო უსაფრთხოების გარანტიების ჰუმანიტარული ასპექტები, რაც მოიცავს ქვეყნის ხელახლა აშენებას და ეკონომიკის მხარდაჭერას მას შემდეგ, რაც ომი დასრულდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კანადა დაინტერესებულია უკრაინასთან სამხედრო და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაში.

კომენტარები