კრიმინალი

შსს: თბილისში მომხდარ 21 წლის კაცის მკვლელობის ფაქტზე 2006 წელს დაბადებული ლ.გ. დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში მომხდარ 21 წლის სპორტსმენის მკვლელობის ფაქტზე 2006 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 2004 წელს დაბადებული გ.ა. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.გ., მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს" - წერია შსს-ს განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს

კომენტარები