რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკიმ გენშტაბის უფროსად ანდრიი გნატოვი დანიშნა

ანდრიი გნატოვი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალ-მაიორი ანდრიი გნატოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად ანატოლი ბარგილევიჩის ნაცვლად დანიშნა.

"დღეს, ჩემი წარდგინებით, უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად გენერალ-მაიორი ანდრიი გნატოვი დანიშნა. მას აქვს 27 წელზე მეტი სამხედრო გამოცდილება, ხელმძღვანელობდა საზღვაო ქვეითების ბრიგადას, ოპერატიული სარდლობის 'აღმოსავლეთის' ჯარებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ ძალებს." - დაწერა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა

მინისტრის ცნობით ანატოლი ბარგილევიჩი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტორის პოზიციას დაიკავებს:

"ასევე, ჩემი ბრძანებით, გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ბარგილევიჩი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექტორად დაინიშნა. მისი ამოცანაა სამხედრო სტანდარტების დაცვის კონტროლი და სამხედრო დისციპლინის გაძლიერება"

კომენტარები