რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

მარკ კარნი: დროა, რუსეთი კეთილსინდისიერად მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას

დღეს დილით პრემიერმინისტრ სტარმერს, პრეზიდენტ ზელენსკის და ბევრ ჩვენს ახლო მოკავშირეს უკრაინის მშვიდობისკენ მიმავალი გზის შესახებ ვესაუბრე.

კანადა მხარს უჭერს უკრაინაში დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას. ახლა, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დროის გაწელვა და სამხედრო თავდასხმები. ახლა უკვე დროა, რუსეთი კეთილსინდისიერად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. G7-ის ლიდერების შარლევუას სამიტის შეთანხმების შესაბამისად, ჩვენ გავამკაცრებთ სანქციების აღსრულების კონტროლს, რათა უზრუნველვყოთ მათი ეფექტურობა.

კანადა უკრაინის მტკიცე პარტნიორია. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ უკრაინამ მიიღოს საჭირო სამხედრო დახმარება თავდაცვისთვის როგორც ახლა, ასევე მომავალშიც.

წერს კანადის ახალი პრემიერმინისტრი, მარკ კარნი X-ზე

კომენტარები