უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, კურსკის ოლქში, სუჯადან სამხედრო შენაერთების გაყვანა დაადასტურა.
უწყებამ რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუჯა სრულიად დატოვეს.
ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარებმა სუჯა დაიბრუნეს.
12 მარტს, დღის პირველ ნახევარში რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა კურსკის ოლქში, ქალაქ სუჯის ცენტრში შეაღწიეს.
გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც ჩანდა, რომ რუსი სამხედროები რუსეთისა და სხვადასხვა დანაყოფების დროშებს ქალაქის ცენტრში შლიდნენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში ოპერაცია 2024 წლის აგვისტოში დაიწყეს.