უკრაინამ რუსეთის ქალაქ ტუაფსეში მდებარე ნავთობის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
იერიშის ამსახველ ვიდეოებს რამდენიმე რუსული Telegram არხი ავრცელებს.
იერიშს გამოეხმაურა კრასნოდარის ოლქის ხელმძღვანელი ვენიემინ კონდრატიევი გამოეხმაურა:
"წინასწარი მონაცემებით დაშავებულები არ არიან. ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია 121 ადამიანი და 39 ერთეული ტექნიკა. ადგილზე იმყოფება ტუაფსეს მუნიციპალური ოლქის მეთაური".
მედიების ინფორმაციით უკრაინული დრონების იერიშის შედეგად ხანძარი 1000 კვადრატული მეტრის ფართობზე გავრცელდა.
ასევე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა იარაღის საწყობზე, სადაც C-300/C-400 ტიპის რაკეტები ინახებოდა.
გარდა ამისა, გამოცემა Pravda.ua წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა ტამბოვისა და სარატოვის ოლქებში მდებარე გაზის სადგურებს.





