Fox News-ის კორესპონდენტი აშშ-ს თეთრ სახლში, ედუარდ ლოურენსი X-ზე წერს, რომ საკითხზე ინფორმირებული წყაროების ცნობით, რუსული ნავთობის შესყიდვის ლიცენზიას ვადა გუშინ, 12 მარტს გაუვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროპული ქვეყნები და ვაშინგტონის მოკავშირეები ვეღარ გააგრძელებენ რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას ისე, რომ ამერიკული სანქციები არ დაუწესდეთ.
"წყარო მეუბნება, რომ რუსული ნავთობის შესყიდვის გენერალურ ლიცენზიას ვადა გუშინ გაუვიდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპულ ქვეყნებსა და ჩვენს მოკავშირეებს აღარ შეუძლიათ რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა ისე, რომ ამერიკული სანქციები არ დაუწესდეთ. წყარო მეუბნება, რომ ეს ტაქტიკაა მოლაპარაკებებისთვის, რათა [ომი] დასრულდეს". - წერს ჟურნალისტი X-ზე.
Fox-ის კორესპონდენტი ასევე წერს, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია გააგრძელებს სანქციების აღსრულებას, ვინაიდან მისი მიზანია, აღნიშნული ბერკეტად გამოიყენოს, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს.
"გადაწყვეტილებაზე ინფორმირებული წყარო მეუბნება, რომ ადმინისტრაცია ფოკუსირებულია ბრძოლის დასრულებასა და მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს. წყაროს თქმით, აშშ გააგრძელებს სანქციების აღსრულებას, რაც რჩება, როგორც ერთ-ერთი საკვანძო ბერკეტი ამ მიზნის ხელშეწყობისთვის". - წერს ლოურენსი.





