რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი რუსეთს "დამანგრეველი" ზომებით დაემუქრა, თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება

დონალდ ტრამპი
Brandon Bell/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ეკონომიკას "დამანგრეველი" ზომებით დაემუქრა, თუ ვლადიმირ პუტინი არ დათანხმდება უკრაინასთან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ს მიერ წარდგენილ წინადადებას.

ტრამპის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი თავს აარიდებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებას, აშშ-ს პასუხი რუსეთისთვის "ძალიან ცუდი" იქნება, თუმცა ტრამპმა დაამატა, რომ მისი აზრით, ეს არ მოხდება.

"არსებობს რაღაცები, რისი გაკეთებაც შეიძლება, რაც არ იქნებოდა სასიამოვნო ფინანსური კუთხით. შემიძლია, ფინანსური კუთხით რაღაცები გავაკეთო, რაც ძალიან ცუდი იქნება რუსეთისთვის. ამის გაკეთება არ მინდა, რადგან მშვიდობის მიღწევა მსურს". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

"ფინანსური კუთხით, კი, შეგვიძლია რუსეთისთვის ძალიან რაღაცების გაკეთება, ეს გამანადგურებელი იქნებოდა რუსეთისთვის". - დაამატა მან.

კომენტარები