რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუბიო: მინერალებზე შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის სარგებლის მომტანია

ვფიქრობ, [უკრაინასთან] მინერალებზე შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის სარგებლის მომტანია. ცხადია, ერთ-ერთი რამ, რაც უკრაინას გრძელვადიანი კეთილდღეობითა და უსაფრთხოებით უზრუნველყოფს, ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა და განვითარებაა, რომ მათი მშპ ზრდას იწყებს, რაც მათ უდიდეს ბერკეტსა და ძალას აძლევს. ასევე უნარს, დააფინანსონ საკუთარი თავდაცვა

ამიტომ, ვფიქრობ, ცხადია, რომ ნებისმიერი სახის ეკონომიკური განვითარება უკრაინისთვის დადებითია მათივე მომავლისთვის. რა თქმა უნდა, აშშ-საც პირდაპირი ეკონომიკური ინტერესი აქვს - ჩვენ კავშირში ვართ მათთან ეკონომიკური კუთხით, ჩვენ მათთან რაღაც მხრივ პარტნიორები ვართ. ჩვენ უკრაინის მომავალშიც გვექნება ინტერესი. არ ვიტყოდი, რომ უსაფრთხოების გარანტიაა, მაგრამ თავისთავად, თუ აშშ-ს ეკონომიკური ინტერესი აქვს, რასაც შემოსავალი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც უკრაინელი ხალხისთვის, ჩვენ პირადი ინტერესი გვექნებოდა მის დაცვაში, თუკი მას საფრთხე შეექმნებოდა ან დაემუქრებოდნენ

თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აშშ-უკრაინას შორის მინერალებზე შესაძლო შეთანხმებასთან დაკავშირებით

კომენტარები