რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა - დაიღუპა სირიის 4 მოქალაქე

8 მაისს ოდესაში რუსეთის იერიშის შედეგად გამოწვეული ხანძარი

11 მარტის ღამეს რუსულმა სამხედროებმა ოდესის პორტზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და გემები. იერიშის შედეგად ასევე დაიღუპნენ გემებზე მყოფი სირიის მოქალაქეები.

ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით უკრაინის აღდგენის საკითხებში ვიცე-პრემიერი ალექსეი კულება Telegram-ზე ავრცელებს.

რუსული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ოთხივე სირიის მოქალაქე იყო. ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 18 წლის, ხოლო ყველაზე უფროსი 24 წლის იყო.

ბალისტიკური რაკეტით დარტტყმის შედეგად დაზიანდა გემი MJ PINA, რომელიც ბარბადოსის დროშის ქვეშ ცურავდა. დარტყმის მომენტში გემი ალჟირში გასაგზავნად ხორბალს ტვირთავდა.

კულებას ინფორმაციით, დაშავდა კიდევ ორი ადამიანი – ერთი უკრაინელი და ერთი სირიელი. მათ საჭირო დახმარება უტარდებათ.

"მნიშვნელოვანია, რომ პორტის ინფრასტრუქტურა ტერორისგან დაცული, ხოლო თავისუფალი და უსაფრთხო საზღვაო ნავიგაცია გარანტირებული იყოს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო თავდაცვა, იარაღის ძალით და დიპლომატიის მეშვეობით მივაღწიოთ საიმედო მშვიდობასა და უსაფრთხოებას" – აღნიშნა კულებამ.

კომენტარები