საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ პარიზის თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმი გახსნა. 11-13 მარტს 30-ზე მეტი ქვეყნიდან სამხედრო მაღალჩინოსნები პარიზში მოლაპარაკებებს გამართავენ უკრაინაში საერთაშორისო უსაფრთხოების ჯარების შექმნასთან დაკავშირებით.
The Guardian-ის ცნობით, ლეკორნუმ ფორუმზე საუბრისას განაცხადა, რომ საფრანგეთი "უკრაინული არმიის ნებისმიერი სახის დემილიტარიზაციას" შეეწინააღმდეგება და აღნიშნა, რომ არმია სამომავლო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე თქვა, რომ ევროპა საკუთარ ისტორიაში "ახალი პერიოდის" წინაშე დგას, რომელიც მკვეთრად განსხვავდება როგორ ცივი ომის ეპოქისგან, ისე მისი შემდგომი პერიოდისაგან.
ლეკორნუმ განაცხადა, რომ დღეს მსჯელობა იქნება იმ საკითხზე, თუ როგორ შეუძლია NATO-სა და დასავლეთს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვა "თუ ხვალ ზოგიერთი ქვეყნის კონტრიბუცია - ან ერთი კონკრეტული ქვეყნის [მიემართება აშშ-ს] - შემცირდებოდა".
უკრაინასთან დაკავშირებით საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა დაამატა, რომ მეტი დაგეგმვაა საჭირო, რათა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი პოტენციურ შეთანხმების აღსრულება იყოს უზრუნველყოფილი, ვინაიდან რუსეთი ისტორიაში მსგავსი შეთანხმებების დაუცველობით ცნობილია.





