რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბრეკელმანსი: დროა, პუტინი გამოვაფხიზლოთ, რომ მისი ოცნებები რეალობას არ შეესაბამება

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი რუბენ ბრეკელმანსი
Marko Mumm / AFP

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა პარიზში გამართულ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ "ევროპა გზაჯვარედინზე დგას", რადგან "რუსეთის მხრიდან საფრთხეები მხოლოდ იზრდება", ხოლო ევროპას "ბევრი დრო არ აქვს, ამის სწორად გასაკეთებლად - ჩვენ მხოლოდ ერთი შანსი გვაქვს".

ბრეკელმანსის თქმით, NATO ერთიანი ძალით მომავალი ომების აღსაკვეთად შეიქმნა და 11 სექტემბრის ტერაქტი გაიხსენა. მისი თქმით, ეს "გვახსენებს ჩვენს ამერიკელი მოკავშირეებს, რომლებმაც დახმარება ითხოვეს, და შეხსენებაა იმის, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა უპასუხეს ამ ძახილს".

უკრაინაზე საუბრისას ბრეკელმანსმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ უნდა იყოს ვალდებული, მიიღოს შეთანხმება, რომელიც მხოლოდ ომთაშორის პერიოდს გამოიწვევს, ხოლო "აგრესია მუდმივად ჰორიზონტზე იქნება"

"მან მოლაპარაკებები ძალის პოზიციიდან უნდა გამართოს". - თქვა მან. 

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის თქმით, "პუტინმა გარკვევით თქვა, რომ მისი იმპერიული წარსულის კამპანიის ფარგლებში უკრაინა მისი ბოლო გაჩერება არ არის". 

"ის [პუტინი] გააგრძელებს თავის აგრესიულ მცდელობებს, რათა მისი მიზნის მისაღწევად რუსული იმპერიის გავლენა და ტერიტორია გაიზარდოს, რათა ხელახლა დამკვიდრდეს "რუსული სამყარო".

ეს პუტინის ოცნებაა, და ეს კოშმარია დანარჩენი ევროპისთვის. 

დროა, პუტინი გამოვაფხიზლოთ იმ ფაქტით, რომ მისი ოცნებები რეალობას არ შეესაბამება". - თქვა ბრეკელმანსმა სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები