პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა მატარებელში 450-ზე მეტი მგზავრი მძევლად აიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, ბელუჯისტანის განმათავისუფლებელმა არმიამ აიღო.
პასუხისმგებლობის აღების შესახებ განცხადებაში დაჯგუფებამ მძევლების აყვანა დაადასტურა და ადგილობრივი ხელისუფლება გააფრთხილა, რომ მათი გათავისუფლების მცდელობას "შესაბამი შედეგები" მოჰყვება. მათი თქმით, დაშავებულია მატარებლის მემანქანე.
ბელუჯისტანის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის, შაჰინ რინდის თქმით, პროვინციაში საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული და ვითარების დარეგულირებისთვის ყველა საჭირო დაწესებულება მობილიზებულია. ადგილზე ასევე გაგზავნილია უშიშროების ძალები.





