ტელეკომპანია ფორმულა

კეზერაშვილმა "ფორმულას" კუთვნილი 26%-იანი წილი მიშა მშვილდაძეს გადასცა

ტელეკომპანია ფორმულა

დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანიას ფორმულას კუთვნილი 26%-იანი წილი მიშა მშვილდაძეს გადასცა. 

მიხეილ მშვილდაძის მფლობელობაში ამჟამად კომპანიის 38%-ია (მანამდე 12,25%-ს ფლობდა), 32%-ს ზუკა გუმბარიძე, 25%-ს კი არხის თანამშრომლების მიერ შექმნილი აიპი "თავისუფლების ფორმულა" ფლობს. 2,25-2,25% ირაკლი საღინაძისა და რეჟისორ გიორგი ლიფონავას საკუთრებაშია.

კომენტარები