სტივ უიტკოფი

უიტკოფი: კიევისთვის არასდროს შეგვიჩერებია თავდაცვისთვის საჭირო სადაზვერვო მასალის მიწოდება

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი
Fox News

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა FOX News-ის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ უკრაინისთვის თავდაცვისთვის აუცილებელი სადაზვერვო მონაცემების მიწოდება აშშ-ს არასდროს შეუჩერებია.

FOX News-ის ეთერში, ჟურნალისტმა უიტკოფს ჰკითხა, ამ დროისთვის შეჩერებულია თუ არა კიევისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდება.

"ჩვენ არასდროს შეგვიჩერებია თავდაცვისთვის აუცილებელი სადაზვერვო მონაცემების მიწოდება უკრაინისთვის". – უპასუხა უიტკოფმა ჟურნალისტის კითხვას.

იმავე ინტერვიუში მაღალჩინოსანს ჰკითხეს მიმდინარე კვირაში მიაღწევს თუ არა აშშ და უკრაინა მიმდინარე კვირაში მინერალებზე შეთანხმებას.

"დიდი იმედი მაქვს. ზელენსკიმ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ოვალურ ოფისში მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება ჩვენსა და უკრაინის გუნდებს შორის, რომელშიც ევროპელებიც არიან ჩართულები. იმედი მაქვს შეთანხმება შედგება". – უპასუხა უიტკოფმა.

კომენტარები