რუსეთი

რუსეთში მოსწავლეებმა მასწავლებელი საკლასო ოთახში პორნოგრაფიის ყურებაში გამოიჭირეს

რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში, საშუალო სკოლაში, მოსწავლეებმა ვიდეო გადაუღეს მასწავლებელს, რომელიც საკლასო ოთახში პორნოგრაფიულ ვიდეოებს უყურებდა.

ვერავინ შეიტყობდა თუ რას უყურებდა ფიზიკის მასწავლებელი საკუთარ კომპიუტერში, რომ არა კლასის პროექტორი, რომლის გათიშვა პედაგოგს დაავიწყდა.

ვიდეო მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა გადაიღეს.

სკოლის ადმინისტრაციამ ფიზიკის მასწავლებელს საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერა.

პედაგოგის თქმით, მას განზრახ ვიდეო არ ჩაურთავს, კლასის ჟურნალის გახსნას ცდილობდა და "ეკრანზე უხამსობები თავისით ჩაირთო".

სკოლის სხვა მასწავლებლების აზრით, ფიზიკის მასწავლებელს, რომელსაც 40-წლიანი მუშაობის სტაჟი აქვს, მოსწავლეებმა მოუწყვეს მახე.

კომენტარები