რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ტრამპის გუნდთან მიმდინარეობს ყველაზე ინტენსიური სამუშაოები – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ "პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან გრძელდება აქამდე ყველაზე ინტენსიური სამუშაოები", რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის რეგულირებას ეხება. 

ზელენსკის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა პარტნიორებთან, რომლებსაც "ისევე სურთ მშვიდობა, როგორც" მათ. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა "მაქსიმალურად კონსტრუქციულად" არის განწყობილი და მადლობა გადაუხადა ყველას, "ვინც ეხმარებათ". 

"შემდეგ კვირას იქნება განსაკუთრებით ბევრი სამუშაო აქ, ევროპაში, საუდის არაბეთში ამერიკასთან. ჩვენ ვამზადებთ შეხვედრას, რათა დავაჩქაროთ მშვიდობა და უსაფრთხოების გარანტიები გავაძლიეროთ. დღეს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობს აქამდე ყველაზე ინტენსიური სამუშაო ტრამპის გუნდთან. მრავალი ზარი. თემა გასაგებია. მშვიდობა, რაც შეიძლება სწრაფად - უსაფრთხოება, რაც შეიძლება საიმედო". - თქვა ზელენსკიმ. 

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა აშშ-ს სახელწმიფო მდივანს, მარკო რუბიოს საუდის არაბეთში მომავალ მოლაპარაკებებზე ტელეფონით ელაპარაკა

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსნები ემზადებიან, რათა მომავალ კვირაში საუდის არაბეთში რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები გამართონ. 

მანამდე, 5 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "უკრაინულმა და ამერიკულმა ჯგუფებმა მომავალი შეხვედრისთვის მუშაობა დაიწყეს". 

კომენტარები