ივანიშვილის პრეზიდენტი

ყაველაშვილს 13 ქვეყნის ელჩებმა რწმუნებათა სიგელი გადასცეს

ივანიშვილის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილს 13 ქვეყნის ელჩებმა რწმუნებათა სიგელი გადასცეს:

ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს: პაკისტანის, სომალის, ბურუნდის, გვატემალის, მალის, კორეის, ტაჯიკეთის, ლუქსემბურგის, ფილიპინების, კამბოჯის, კვიპროსის, მალაიზიის, ბელგიის ელჩებმა.

"მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებთან ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა და ელჩებს თავიანთ საქმიანობაში წარმატება უსურვა". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები