რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი უკრაინაში NATO-ს ჯარების განლაგებას არ მოითმენს - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას, 2023 წლის 31 აგვისტო.
REUTERS/Maxim Shemetov/Pool/File Photo

რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი უკრაინაში NATO-ს სამხედრო კონტინგენტის განლაგებას არ მოითმენს. მისი თქმით, რუსეთი NATO-ს სამხედროების ყოფნას უკრაინაში ზუსტად ისე შეაფასებს, როგორც ადრე განიხილავდა NATO-ს პოტენციურ განლაგებას უკრაინაში.

ლავროვის თქმით, "ეს უკვე აღარ იქნება ვითომდა ჰიბრიდული მონაწილეობა, არამედ ომში NATO-ს ქვეყნების რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი, ოფიციალური და დაუფარავი ჩართვა".

მან ასევე დაამატა, რომ მოსკოვი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ბირთვულ რიტორიკას რუსეთისთვის მუქარად განიხილავს.

"თუ ის [მაკრონი] გვთვლის საფრთხედ, იწვევს ევროპული ქვეყნების და ბრიტანეთის გენერალური შტაბების უფროსების შეხვედრას, აცხადებს, რომ საჭიროა ბირთვული იარაღის გამოყენება და ემზადება მისი რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, მუქარაა" - ციტირებს РИА Новости რუსეთის თავდაცვის მინისტრის სიტყვებს.

ლავროვმა ასევე დაამატა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა, "უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ყოველგვარი ზნეობრივი ჩარჩო დაარღვიეს".

კომენტარები