რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა კრივოი როგში სასტუმრო დაბომბა, არიან დაღუპულები

რუსეთმა კრივოი როგი დაბომბა. სარაკეტო იერიშის შედეგად ნაწილობრივ განადგურებულია სასტუმროს შენობა.

"მტერმა კრივოი როგზე იერიში მიიტანა. გაჩნდა ხანძარი. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა". – თქვა საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა სერგეი ლისაკმა.

მოგვიანებით ლისაკმა თქვა, რომ თავდასხმას 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 

გარდა ამისა, დაბომბვის შედეგად დაშავდა 14 ადამიანი, აქედან 7-ის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები