4 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებთან ერთად, რუსეთის ფედერაციის როსტოვისა და სამარის ოლქებში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ და გაზის გამტარი ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, როსტოვის ოლქში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რომელიც რუსეთის არმიის უზრუნველყოფისთვის გამოიყენებოდა. უკრაინის მხრიდან თავდასხმას ძლიერი აფეთქებები და ხანძარი მოყვა.
უკრაინის ძალებმა ასევე იერიში მიიტანეს სამარის ოლქში სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საწარმოო ობიექტებზე. რუსეთის ძალები აქტიურად უწევდნენ წინააღმდეგობას უკრაინის მხრიდან დარტყმებს რადიოელექტრონული ბრძოლისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენებით. დარტყმების შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი.
დაზიანებების მასშტაბთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია განახლებადია.