3 მარტს რუსეთის სამხედრო ძალებმა კვლავ შეუტიეს ოდესის ელექტროენერგიის მომარაგების ДТЭК-ის კერძო ობიექტს. ДТЭК - უკრაინის უმსხვილესი კერძო ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგეტიკული კომპანიაა.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
"მტერი აგრძელებს ოდესის რეგიონის ენერგეტიკულ ტერორს. 3 მარტს დაზიანდა ДТЭК--ის ენერგოობიექტი" – აღნიშნულია განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, 4 მარტის დილის მდგომარეობით ენერგეტიკოსებმა უზრუნველყვეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ელექტრომომარაგება. უკანასკნელი ცნობებით, ელექტროენერგია 7 ათას ოჯახს დაუბრუნეს.





