ქალბატონო ბერბოკ, თქვენ მიიღეთ აყვავებული გერმანია და იმდენი გააკეთეთ, თქვენი პოლიტიკით, რომ დღეს თქვენი ქვეყანა ერთ-ერთ მაჩანჩალად აქციეთ ევროპაში - ეს სტატისტიკის მონაცემებია, შეურაცხყოფა არ არის მეგობრებო, ხოლო ჩვენ მივიღეთ 2012 წელს გაჩანაგებული, დამონებული საქართველო და სწორედ ჩვენი სწორი პოლიტიკით მივიღეთ დღევანდელი ორფეხზე მდგომი ქვეყანა.
თქვენ არ ემსახურებით გერმანიას, ემსახურებით გლობალური ომის პარტიას და ეს გამოჩნდა. ჩვენც ვემსახურებით საქართველოს და არა გლობალური ომის პარტიას, ეს არის განსხვავება აგენტებსაც და სუვერენიტეტის დამცველ პოლიტიკოსებს შორის.





