რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინის 9 რეგიონზე 99 დრონით მიიტანა იერიში

4 მარტის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის 9 რეგიონზე სხვადასხვა ტიპის სულ 99 უპილოტო საფრენი აპარატით, მათ შორის Shahed-ის ტიპის დრონებით მიიტანა იერიში, აქედან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 65 დრონის განადგურება მოახერხა.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები Telegram-ზე ავრცელებენ.

65 Shahed-ის ტიპის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატისა და სხვა ტიპის დრონების ჩამოგდება ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, მიკოლაივისა და ოდესის რეგიონებშია დადასტურებული.

32 უპილოტო საფრენი აპარატი რადარებიდან ლოკაციურად დამანგრეველი შედეგების გარეშე დაიკარგა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდნენ ოდესის, სუმის და დონეცკის რეგიონები

კომენტარები