არჩევნები 2024

კალაძე: თუ ვინმეს რამის თავი აქვს, აგერაა ადგილობრივი არჩევნები, საპარლამენტო იქნება 2028-ში

ეს ჩვეულებრივი სისულელე და აბსურდია, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, 100 %-ით. რამდენიმე თვეში ჩაინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს.

თუ ვინმეს რამის თავი აქვს, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გამოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა და ნახავენ, რა შედეგებს მიიღებენ. რაც შეეხება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს, ის გაიმართება კანონით დადგენილ ვადაში, 2028 წელს.

დანარჩენი ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არის აბსურდი და სრული სისულელე. თუ ვიღაც გამოდის რუსთაველზე, რამდენიმე ცალი ადამიანი იკრიბება, ყველა აქვს უფლება, შეიკრიბოს და გამოხატოს თავისი მოსაზრება. მთავარია, ეს იყოს მშვიდობიან ფორმებში.

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.

კომენტარები