ჩვენი ცვლილებები გაზეთებს და ონლაინ-მედიას არ ეხება. დამატებითი გამოწვევა არსებობს, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დამატებით გაჩნდა ინფორმაციის წყაროები და ზღვა ნიაღვარი, რომელიც მომდინარეობს სხვადასხვა პლატფორმებიდან და ონლაინმედიებიდან, არის გამოწვევა და რეალურად, საზოგადოება ინფორმაციის დიდ ნაწილს ამ მედიებიდან იღებს. ჩვენ შეგვიძლია დამატებით გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების ინტერესი დაცული იყოს, როგორც მაუწყებლებში ინფორმაციის გავრცელების კუთხით, ასევე ონლაინმედიის კუთხითაც. აქ წარმოდგენილი ცვლილებები ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს.
tbl.ge/73ib
დაკოპირდა

ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი პარლამენტში არჩილ გორდულაძე კომიტეტის სხდომაზე, სადაც მედიის კანონში ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირეს.
ამავე თემაზე
- მდინარაძე: ევროპული ღირებულებები სხვაგანაა, ევრობიუროკრატიული გადაწყვეტილებები კი სხვაგან
- ზახაროვა: ყველაფერი, რასაც დასავლეთში, მათ შორის საქართველოზე, აცხადებენ, მცდარია
- კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
- ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია
- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საერთაშორისო სამართალს ხაზი გადაუსვა - პაპუაშვილი




