რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკის თქმით, აშშ-სთან მინერალების შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად მზად არის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
kyivindependent.com

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იგი მზადაა, აშშ-სთან მინერალებზე შეთანხმებას ხელი მოაწეროს.

BBC-სთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ "არ იყო სწორი" ოვალურ ოფისში მსგავსი მოლაპარაკებების ღიად გამართვა, რადგან "მტრებს თავის სასარგებლოდ" შეუძლიათ გამოიყენონ მოკავშირეებს შორის ნებისმიერი სახის უთანხმოება.

მისი თქმით, თეთრ სახლში მომხდარ შეკამათებაზე საუბარი აღარ სურს და განმარტა, რომ მისი ყურადღება ახლა სამომავლო "კონსტრუქციულ" მოლაპარაკებებზეა გადატანილი.

"თუ კონსტრუქციულები ვიქნებით, პოზიტიური შედეგები იქნება". - თქვა მან

კითხვაზე, არის თუ არა იგი მზად, "უკან დაბრუნდეს და ხელახლა სცადოს" ამ საკითხების ტრამპთან განხილვა, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ "მე საცდელად არ მოვსულვარ. მე მატარებლით 12 საათი ვიმგზავრე, შემდგომ 11 საათით ვიფრინე, რადგან აშშ-ს პრეზიდენტმა მიმიწვია და ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. ჩემთვის პატივისცემის ნიშანია თეთრ სახლში ყოფნა, როდესაც პრეზიდენტისგან მოწვევას ვიღებ".

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მისი მიზანი ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება არ ყოფილა, თუმცა დაამატა, რომ მისთვის "ძალიან მნიშვნელოვანია, მოსმენილი იყოს უკრაინული პოზიცია".

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მინერალებზე შეთანხმება ახლა ხელმოწერისთვის არის მზად.

რატომ წავიდა ყველაფერი ცუდად, რაც შეიძლებოდა, რომ ცუდად წასულიყო?

კომენტარები