ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ბადრა გუნბამ გაიმარჯვა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დიმიტრი მარშანის, ინფორმაციით, ბადრა გუნბამ ხმების 54.73% მიიღო, ხოლო ადგურ არძინბამ ხმების 41.54% დააგროვა.
ე.წ. მეორე ტურში მონაწილეობა ორმა "საპრეზიდენტო" კანდიდატმა - ადგურ არძინბამ და ბადრა გუნბამ მიიღო. მარიონეტი პრეზიდენტის თანამდებობისთვის გუნბა მოსკოვის ფავორიტი კანდიდატია.
მარშანმა, აღიარა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირდა დარღვევები. თუმცა, მისივე თქმით, ეს დარღვევები საარჩევნო პროცესის შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდნენ.
ცნობისთვის, 15 თებერვალს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.
არძინბამ ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების დაახლოებით 36.9% აიღო, ხოლო გუნბამ - 45.8%.
15 თებერვლის "არჩევნები" ვადამდელი იყო, რადგან 2024 წლის მიწურულს თანამდებობა მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დატოვა, ხოლო მისი მოვალეობების შემსრულებელი ბადრა გუნბა გახდა.
არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი ღიად პრორუსია, თუმცა კრემლის ფავორიტი ბჟანიას თანაგუნდელი გუნბაა, რომელიც ბოლო პერიოდში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის პირველ მოადგილეს სერგეი კირიენკოს.
-
უკრაინის საგარეო: აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარებას ვგმობთ
-
EU: მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ ვცნობთ აფხაზეთის ე.წ. არჩევნებს
-
ლატვია ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
-
შვედეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს