1 მარტს, თურქეთში აკრძალული ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) შეიარაღებულმა ფრთამ დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა - ამის შესახებ, Reuters-ის მიხედვით, იტყობინება დაჯგუფებასთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო.
ეს შეიძლება იყოს დასასრული 1994 წელს დაწყებული კონფლიქტისა, რომელიც PKK-მ, რომელიც ამჟამად ჩრდილოეთ ერაყის მთებს აფარებს თავს, შეიარაღებული აჯანყება წამოიწყო და რომლის შედეგადაც 40,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
დაჯგუფებამ განცხადებაში აღნიშნა, რომ იმედოვნებს, ანკარა გაათავისუფლებს PKK-ს ლიდერს აბდულა ოჯალანს, რომელიც 1999 წელს მისი დაპატიმრებიდან თითქმის სრულ იზოლაციაში იმყოფება, რათა მან PKK-ს განიარაღების პროცესს უხელმძღვანელოს. მათ ასევე თქვეს, რომ პროცესის წარმატებისთვის საჭიროა შესაბამისი პოლიტიკური და დემოკრატიული პირობების შექმნა.
პროქურთულმა პარტიამ, ხალხთა თანასწორობისა და დემოკრატიის (DEM) პარტიამ, 28 თებერვლას მთავრობას მოუწოდა ნაბიჯები დემოკრატიზაციისკენ გადაედგა და აღნიშნა, რომ მისი პასუხი გადამწყვეტი იქნება. ერდოღანის მთავრობის ნათქვამი აქვს, რომ PKK-სთან მოლაპარაკებების არ გამართვას არ აპირებს და რომ ყველა ქურთულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, მათ შორის ერაყსა და სირიაში, იარაღი უნდა დაყაროს.
ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება PKK-ს პატიმრობაში მყოფი ლიდერის, ოჯალანის განიარაღებისკენ მოწოდებას მოჰყვა. 27, თებერვალს ოჯალანმა PKK-ს მოუწოდა, ჩაებარებინათ იარაღი და დაშლილიყვნენ. ამ ნაბიჯს მხარი დაუჭირეს როგორც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობამ, ასევე ოპოზიციურმა პროქურთულმა DEM პარტიამ.





