დაწერა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა X-ზე.
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა უპრეცედენტოდ მწვავე კამათით დასრულდა, რის შემდეგაც ზელენსკიმ თეთრი სახლი დონალდ ტრამპის მითითებით დატოვა.
Fox News-ის თეთრი სახლის კორესპონდენტის ცნობით, თეთრი სახლი ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაგეგმილი პრესკონფერენცია გაუქმდა, ხოლო მინერალების შეთანხმებაზე ხელმოწერა არ შედგა. პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ, ტრამპმა და ვენსმა მედიის წინ იკამათეს.