რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი ამბობს, რომ თეთრ სახლში დაბრუნება ახლავე სურს, მაგრამ არ შემიძლია – ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უთხრა, რომ თეთრ სახლში დაბრუნება ახლავე სურს, მაგრამ ტრამპს ამის გაკეთება არ შეუძლია. 

ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა.

"ის ამბობს, რომ დაბრუნება ახლავე სურს, მაგრამ ამის გაკეთება არ შემიძლია". - თქვა ტრამპმა. 

ჟურნალისტების კითხვის პასუხად, თუ რა უნდა გააკეთოს ზელენსკიმ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მასთან ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები გააგრძელოს, ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მშვიდობის დამყარების სურვილის შესახებ ნათლად უნდა გამოაცხადოს. 

"მან უნდა თქვას, რომ მშვიდობის დამყარება უნდა, არ უნდა დადგეს და ილაპარაკოს, "პუტინი ის, პუტინი ეს", სულ უარყოფითი რაღაცები, უნდა თქვას: "მშვიდობის დამყარება მსურს, აღარ მინდა, ვომობდე". მისი ხალხი იხოცება. რომ იცოდეთ, მას არ აქვს კოზირები, ამის თქმა შემიძლია". - თქვა ტრამპმა. 

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა უპრეცედენტოდ მწვავე კამათით დასრულდა, რის შემდეგაც ზელენსკიმ თეთრი სახლი დონალდ ტრამპის მითითებით დატოვა. 

Fox News-ის თეთრი სახლის კორესპონდენტის ცნობით, თეთრი სახლი ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაგეგმილი პრესკონფერენცია გაუქმდა, ხოლო მინერალების შეთანხმებაზე ხელმოწერა არ შედგა. პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ, ტრამპმა და ვენსმა მედიის წინ იკამათეს.

კომენტარები