რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი აშშ-ს სენატის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა

Володимир Зеленський/Facebook

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს სენატის ორპარტიულ დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ზელენსკი სენატის დელეგაციას აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე შეხვდა.

"მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-ში. ვაშინგტონში აშშ-ს სენატის ორპარტიულ დელეგაციას შევხვდი.

ჩვენი დისკუსიის დროს ყურადღება დაეთმო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას, რელევანტურ საკანონმდებლო ინიციატივებს, ჩემს შეხვედრას პრეზიდენტ ტრამპთან, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის ძალისხმევას, ომის დასრულების ჩვენს ხედვას და მტკიცე უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობას. 

ვამაყობთ, რომ აშშ-ს მსგავსი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები გვყავს. მადლიერები ვართ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის სამივე წლის განმავლობაში უკრაინის ურყევი ორპალატიანი და ორპარტიული მხარდაჭერისთვის". - წერს ზელენსკი.

ამჟამად ზელენსკისა და ტრამპს შორის შეხვედრა დაწყებულია. 

მანამდე, Интерфакс-Украина-მ გაავრცელა ცნობა, რომ ზელენსკის თვითმფრინავი აშშ-ში, მერილენდის შტატში მდებარე ენდრიუს ავიაბაზაზე დაეშვა.

26 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ ვაშინგტონში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად მიწვევა მიიღო მას შემდეგ, რაც მოლაპარაკების მხარეები აშშ-უკრაინას შორის მინერალებზე გარიგების განახლებულ ვერსიაზე შეთანხმდნენ.

ზელენსკის თქმით, შეთანხმება ჯერჯერობით საბოლოო არ არის და დაამატა, რომ მას დოკუმენტის შესასწავლად და ევროპელ მოკავშირეებთან მოსალაპარაკებლად დრო სჭირდება. თუმცა, უკრაინის ლიდერმა მიანიშნა, რომ შეთანხმების გეგმა მისთვის მისაღებია, რადგან იგი არ მოიცავს ისეთ პირობებს, რომელიც უკრაინას "მოვალე" სახელმწიფოდ აქცევს.

კომენტარები