ხე-ტყით უკანონო სარგებლობისთვის პასუხისმგებლობის ზომები მკაცრდება. სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში შესატან შესაბამის ცვლილებებს მხარი 1-ელი მოსმენით ივანიშვილის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დაუჭირეს.
"სისხლის სამართლის კოდექსში არალეგალური სახერხი საამქროს მოწყობისთვის პასუხისმგებლობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 1-დან 3 წლამდე ვადით განისაზღვრება. განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედებაზე კი 1-დან 2 წლამდე ვადა 3-დან 5 წლამდე ვადით იცვლება. მკაცრდება იურიდიული პირის პასუხისმგებლობაც.
ცვლილებები ითვალისწინებს სამასალე მერქნის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც. ამ ნაწილშიც მკაცრდება პასუხისმგებლობა. როცა ჩვენ გვაქვს ე.წ. დაუფინიშებელი ხე-ტყე შეტანილი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე. ასეთი ხე-ტყე ცალსახად უკანონოდაა მოპოვებული და მას არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია, რომელიც მის კანონიერად მოპოვებას დაადასტურებს [...] პასუხისმგებლობას ვამკაცრებთ ისეთი შემთხვევებისთვის, როცა გვაქვს დაუფინიშებელი მრგვალი ხე-ტყე, ანუ მორი, საიდანაც ფიცარი მზადდება - სასჯელი განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე, იგივე ქმედების გამეორების შემთხვევაში კი 3-დან 5 წლამდე.
ცალკე გვაქვს გამოყოფილი პასუხისმგებლობის ზომა დიდი ოდენობით მორის უკანონო დამზადების შედეგად გარემოსთვის ზიანის მიყენებაზე. დიდ ოდენობად ჩათვლილია 3 000 ლარზე ზემოთ მიყენებული ზიანი". - თქვა კომიტეტის სხდომაზე ივანიშვილის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
კანონპროექტის მიხედვით, პასუხისმგებლობა მკაცრდება ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ხე-ტყის კიდევ ერთხელ უკანონო დამზადებისთვისაც. ამ დროს, დიდი ოდენობის შემთხვევაში, ეს ქმედება 5-დან 7 წლამდე პატიმრობით დაისჯება.
"ასევე, იმ პირის მიმართ, ვინც მორის უკანონო ტრანსპორტირებას ზედიზედ მეორედ განახორციელებს, ჯარიმასთან ერთად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება". - ამბობს თანდილაშვილი.





