რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მედია: ირლანდიის პრემიერმა ზელენსკის უთხრა, რომ მზად არის სამშვიდობოების გასაგზავნად

პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად აშშ-ში გამგზავრებამდე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში ჩავიდა და ქვეყნის პრემიერმინისტრს, მაიკლ მარტინს შეხვდა. 

ირლანდიურ მედიასთან საუბრისას, მარტინმა აღნიშნა, რომ ირლანდია მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებას. 

"ეს პრიორიტეტია, რადგან, თავის მხრივ, აძლევს უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინას, მაგრამ ეკონომიკურად დიდ შესაძლებლობებს აძლევს უკრაინას სამომავლოდ, ის [ზელენსკი] აფასებს ჩვენ მხარდაჭერას" – ამბობს მარტინსი.

ირლანდიის პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ირლანდია მზად არის უკრაინას მშვიდობისმყოფელების გაგზავნით დაეხმაროს. 

 

კომენტარები