რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მედია: ზელენსკის თვითმფრინავი აშშ-ში დაეშვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
kyivindependent.com

გამოცემა Интерфакс-Украина-ს ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი აშშ-ში, მერილენდის შტატში მდებარე ენდრიუს ავიაბაზაზე დაეშვა.

Интерфакс-Украина ამის შესახებ საჰაერო მონიტორინგის სერვისის, FlightAware-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

სახელმწიფო ავიაკომპანიის, Украина-ს რეისი ნომრით UKN1109, რომელიც ირლანდიის შენონის აეროპორტიდან გაემგზავრა, მერილენდის შტატში ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაეშვა.

ზელენსკის აშშ-ში ჩასვლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა.

მანამდე, 26 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ ვაშინგტონში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად მიწვევა მიიღო მას შემდეგ, რაც მოლაპარაკების მხარეები აშშ-უკრაინას შორის მინერალებზე გარიგების განახლებულ ვერსიაზე შეთანხმდნენ.

ზელენსკის თქმით, შეთანხმება ჯერჯერობით საბოლოო არ არის და დაამატა, რომ მას დოკუმენტის შესასწავლად და ევროპელ მოკავშირეებთან მოსალაპარაკებლად დრო სჭირდება. თუმცა, უკრაინის ლიდერმა მიანიშნა, რომ შეთანხმების გეგმა მისთვის მისაღებია, რადგან იგი არ მოიცავს ისეთ პირობებს, რომელიც უკრაინას "მოვალე" სახელმწიფოდ აქცევს.

კომენტარები