რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე 166 დრონით მიიტანა იერიში - 162 დრონმა მიზანს ვერ მიაღწია

27 თებერვლის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე 166 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით, მათ შორის Shahed-ის ტიპის და სხვადასხვა იმიტაციური დრონებით მიიტანა იერიში. აქედან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 90 დრონის განადგურება მოახერხა, 71-მა კი მიზანს ვერ მიაღწია და ლოკაციურად დაიკარგა.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები Telegram-ზე ავრცელებენ.

"დადასტურებულია 90 Shahed-ის ტიპის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა ტიპის დრონების ჩამოგდება ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ვინიცის, ხმელნიცკის, კიროვოგრადის, მიკოლაევისა და ოდესის ოლქებში" - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდა კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქები.

რუსული დრონები ორიოლის, ბრიანსკის, მილეროვოს, შატალოვოს და პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონებიდან იყო გაშვებული.

კომენტარები