რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სამხრეთ კორეა: თებერვალში ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებით ჯარისკაცები გაგზავნა

Photo: Ed Jones/AFP/Getty Images

სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებითი ძალები გაგზავნა

განცხადების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები თებერვლის დასაწყისში კურსკის რეგიონში ჩაიყვანეს ფრონტის ხაზზე საბრძოლველად. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის. 

ჩრდილოეთ კორეა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა უკრაინასთან ომში. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა 10 თებერვალს კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა მხარდაჭერა რუსეთის მიმართ. 

სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის დასახმარებლად 10 000 - 13 000 სამხედრო გაგზავნა. აქედან, სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის მონაცემებით, დაახლოებით 300 დაიღუპა და 2 700 დაიჭრა.

ამასთან ერთად, სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების დარღვევით 2024 წელს რუსეთში ათასობით მუშა გაგზავნა.   

რადიო თავისუფლება რუსეთის სტატისტიკის ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2024 წელს რუსეთში ჩრდილოეთ კორეის 13 221 მოქალაქე შევიდა, რაც წინა წელზე თორმეტჯერ მეტია. აქედან, ნახევარზე მეტმა მიზეზად "განათლების მიღება" დაასახელა. 

კომენტარები